სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

24 ივნისი,2021

2021 წლის 24 ივნისს დისტანციური ფორმით ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ. კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 81 ავტორის/თანაავტორის 92 მოხსენება შემდეგ სექციებში:  „განათლება“, „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოგრაფია) და მიმართულებათშორისი დარგი (სპორტი)“, „ბიზნესი და მართვა“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი“, „სამართალი და საჯარო მმართველობა“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა