
სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში
12 მარტი,20252025 წლის 7-10 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ბანაკი ბაკურიანში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თვითმართველობის პრეზიდენტი ლიზი ბალახაშვილი და სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი მამუკა ნადირაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებსა და აქტივობებში.
ბანაკის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახალისო აქტოვობები, სპორტული შეჯიბრებები და ვიქტორინები.