სტუდენტური ბანაკი

01 მარტი,2017

გორის უნივერსიტეტში აკადემიურ საგანმანათლებლო პროცესთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტთა შემოქმედებითი ცხოვრება. სტუდენტებისთვის უფასოდ ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები და კლუბები.
გორის უნივერსიტეტის მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს სტუდენტებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა.
ასეთი სტუდენტებისთვის, რომლებსაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, უნივერსიტეტმა მოაწყო სტუდენტური ბანაკი დაბა ბაკურიანში, რომელიც მიმდინარეობს 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ორ ნაკადად. ბანაკში გაერთიანებულია ესტრადის, მუსიკალური ბენდის, ქართული ხალური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ესტრადის, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, ასევე სტუდენტური თეატრისა და თვითმართველობის წევრები. ჯამში ბანაკში მონაწილეობას იღებს 60-მდე სტუდენტი.
დღის განმავლობაში სტუდენტები სხვადასხვა აქტივობით არიან დაკავებულები. ყოველი დღის ბოლოს სტუდენტები საკუთარი ინიციატივით აწყობდნენ შემოქმედებით საღამოებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა