სტუდენტური დღეები 2026-ის ფარგლებში შეხვედრა სახალხო არტისტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილთან

02 ივნისი,2026

მიმდინარე წლის 2 ივნისს, „სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ კინორეჟისორთან, სახალხო არტისტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილთან.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ბატონ მერაბს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და მის შემოქმედებასა და დამსახურებაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:
გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა;
გორის უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული მოღვაწეობისთვის და გადასცა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო მედალი.
შეხვედრის ფარგლებში მოეწყო მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ, რეჟისორმა ვრცლად ისაუბრა სურათის შექმნის ისტორიასა და მასზე მუშაობის პროცესზე, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხისა და საინტერესო დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი პირველკურსელთა მიღება საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა.

12 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის...

03 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა