„სტუდენტური თეატრი“

02 ივნისი,2015

2015 წლის 30 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან არსებული „სტუდენტური თეატრი“ მიწვეულ იქნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სახელოვნებო კვირეულზე.
„სტუდენტური თეატრი“ ქუთაისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა კ. ბუაჩიძის პიესით „მკაცრი ქალიშვილები“. ჩვენება გაიმართა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი სულხან კუპრაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის უფროსი მინდია ბერეკაშვილი და ამავე სამსახურის კოორდინატორი ლევან კვატაშიძე.
ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. გორის და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაგეგმეს სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა