
ტრენინგები
16 თებერვალი,2015ამერიკის იურისტთა ასოციაციის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით, 2015 წლის 14 თებერვალს, გორში მოღვაწე ადვოკატებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე ,,ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციები". ტრენინგებს უძღვებოდნენ ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერები იოსებ გაბარაევი და სულხან კომახიძე.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, ისე საქართვეოს ადვოკატთა ასოციაციის შიდა ქართლში მოღვაწე ადვოკატები და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგიტრატურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა გორის უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, რომელიც ჩაეთვლებათ ადვოკატთა ასოციაციის მიერ დადგენილ სავალდებულო კრედიტებში.