ტრენინგი საქმისწარმოების ერთიანი წესის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე

27 ოქტომბერი,2020

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პერსონალის პროფესიული განვითარების ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგი  საქმისწარმოების ერთიანი წესის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე. ტრენინგს უძღვებოდა კანცელარიის უფროსი ქეთევან ბარბაქაძე. მან ყურადღება გაამახვილა  ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში  გამოვლენილ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე და წარმოადგინა მათი თავიდან აცილების გზები.  ქეთევან ბარბაქაძემ უპასუხა პერსონალის შეკითხვებს და ტრენინგის ბოლოს გამოთქვა მზაობა,  საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს სამუშაო შეხვედრები საქმისწარმოების სხვა ასპექტებთან დაკავშირებით პერსონალის სურვილების და მოთხოვნების შესაბამისად.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა