
ტრენინგი თემაზე code.org-პროგრამირების საფუძვლები
05 ივლისი,2016სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიაში 26 ივნისს 14:30 საათზე სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე code.org-პროგრამირების საფუძვლები. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს code.org- ზე არსებული “hour of code” ტიპის დავალებები, მოემზადნენ პროგრამირების საფუძვლების შესასწავლად და სერტიფიკატებიც დაიმსახურეს!