ტრენინგი

02 დეკემბერი,2014

1 დეკემბერს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გენდერული თანასწორობის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ,,ქართულმა მედია-ჯგუფმა“ ტრენინგი 16 დღიანი კამპანიის პერიოდში მოაწყო. ამ პერიოდში ორგანიზაცია  პროექტს სახელწოდებით, ,,გენდერული მგრძნობელობის განვითარება ჯანსაღი აზროვნების დასამკვიდრებლად“  ახორციელებს - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN)-ის მხარდაჭერით..ნაადრევი ქორწინება, მენტალიტეტი და სტერეოტიპები, საზოგადოებრივი აზრის გავლენა-ეს ის საკითხებია რომელთა შესახებაც გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს გამართულ ტრენინგზე იმსჯელეს. შეხვედრა ,,ქართული მედია-ჯგუფის“ ორგანიზებით მოეწყო და ექსპერტი გენდერის საკითხებში ვერიკო ბიწაძე უძღვებოდა. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ირგვლივ დაფიქსირებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოეთქვათ და საკუთარი შეფასებები გაეკეთებინათ გამომწვევ მიზეზებზე.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა