თსუ-ს სტუდენტები და კავკასიური სახლის სახალხო წარმომადგენლები სტუმრად გორის უნივერსიტეტში

19 აპრილი,2016

18 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის, „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ კოორდინატორის ქალბატონ თამარ უჯუხუსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება რომელშიც გორის უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებების ციკლს მასპინძლობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი რომელიც წარუძღვა აღნიშნულ გასვლით ღონისძიებას და ლიახვის ხეობის ისტორიულ ადგილებსა და გარემოში რამდენიმე ღია ლექცია ჩაატარა. სტუმრებმა გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მოიარეს გორის რაიონის სოფლები შინდისი, ნიქოზი, არბო და დიცი სადაც გაეცვნენ სოფლის კულტურულ-ისტორიულ ადგილებსა და ისტორიას.

გორისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერისტეტების სტუდენტები პროფესორ-მასწავლებელთან და „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ გორის რაიონის სოფელ შინდისში სადაც პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნას, გვირგინებით შეამკეს სოფელ შინდისის საბრძოლო მემორიალი და მონაწილეობა მიიღეს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში, გორის უნივერსიტეტის რექტორმა შინდისის ახლად აშენებული ტაძრის ეზოში, შინდისის ბრძოლის ადგილზე სტუდენტებს მოუთხრო 2008 წლის მოვლენებისა და იქ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ.

გორისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერისტეტების სტუდენტები პროფესორ-მასწავლებელთან და „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ და დაათვალიერეს სოფელ ნიქოზის ეპარქია, წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა, გაეცნენ სკოლის მოსწავლეების შემოქმედებას,უყურეს მოსწავლეების მიერ შექმნილ ოლესია თავაძის ანიმაციურ ფილმს „პატარა მაწანწალები“. გორის უნივერისტეტის რექტორმა, პროფესორმა, გიორგი სოსიაშვილმა ნიქოზის ეპარკიის საკომფერენციო დარბაზში დამსწრე საზოგადოებისთვის წაიკითხა ლექცია: „ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ისტორიის საკითხებზე“

გორისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერისტეტების სტუდენტები პროფესორ-მასწავლებელთან და „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ სოფელ არბოში, გორის უნივერისტეტის რექტორმა, პროფესორმა, გიორგი სოსიაშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინა არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ესაუბრა მის ისტორიაზე, რის შემდგომაც სტუმრებმა გადაინაცვლეს სოფელ დიცში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან, სადაც გიორგი სოსიაშვილმა ასევე ისაუბრა ეკლესიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე და საზოგადოებას ადგილზე წარუდგინა მის მიერვე აღმოჩენილი, ეკლესიის კედელზე არსებული წარწერები, რომელიც მკვლევარმა გიორგი სოსიაშვილმა IX-X საუკუნით დაათარიღა. საინტერესოა რომ ამ წარწერების აღმოჩენამდე სოფელ დიცის ეკლესია დათარიღებული იყო გვიან ფეოდალური ხანით, თუმცა წარწერებმა ცხადი გახადა, რომ იგი გაცილებით გვიანდელ ძეგლს წარმოადგენს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა