ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია

12 ნოემბერი,2015

11 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელები, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია. სტუმრები მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა და უნივერსიტეტის კანცლერმა გიორგი ხორბალაძემ. გორის უნივერსიტეტის რექტორმა პოლონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე მიულოცა სტუმრებს და მიიწვია ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრის გახსნაზე, სადაც განთავსებულია გორისა და ვარშავის უნივერსიტეტის ურთიერთობის ამსახველი ფოტოგამოფენა და უნივერსიტეტში დაცული პოლონური ფონდი. ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის კონვენციას. ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია აირჩიეს გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. ადგილობრივმა ხელისუფლებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს წმინდაწყლის დასახლებაში, ტყვიავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პოლონელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის იოზეფ პილსუდსკის, სკვერის გახსნა იგეგმება.
15 საათზე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა იან მალიცკიმ და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ყოლბაიამ გორის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ჩაატარეს საჯარო ლექციები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა