წიგნების პრეზენტაცია

28 დეკემბერი,2015

25 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დიდ დარბაზში საღამო მიეძღვნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ გიორგი სოსიაშვილს, შედგა მისი წიგნების პრეზენტაცია ,,ვერცხლის ყვავილები", ,,შეგებება", ,,მავთულხლართი" და ,,რობერტ კერ პორტერის მოგზაურობა საქართველოში", ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი ,,გზა ფერეიდნისკენ",რომელიც ეძღვნება ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს.
პრეზენტაცია გახსნა და სტუმრესბს მიესალმა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა გულნარა ბზიშვილმა, პრეზენტაციას უძღვებოდა ამავე ცენტრის სპეციალისტი ნინო კედელაძე. გიორგი სოსიაშვილის წარმოდგენილ ფილმსა და წიგნების შესახებ ისაუბრეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ რეზო მეშველაძემ, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულიმ უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართველოლოგმა ტარიელ ფუტკარაძემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ, გორის უნივერსიტეტის ადმისნიტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ფერეიდნელმა ქართველმა, პროფესორმა საიდ მულიანმა, ახალციხისა და არდაჰანის უნივერსიტეტების პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ როსტომ ჩხეიძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა სოსო სიგუამ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა, გორის უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებოცენტრის ხელმძღვანელმა გულიკო ბზიშვილმა.
დასასრულს, გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა გორის გამგებელს ბატონ დავით ონიაშვილსა და კულტურის ცენტრის დირექტორს ქალბატონ გულნარა ბზიშვილს წიგნების დაფინანსებისთვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა