წმინდა გრიგოლ ფერაძის ხატის კურთხევა და წიგნის პრეზენტაცია

14 დეკემბერი,2016

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის, ვერმინო მაზურსკის რეგიონის ქალაქ ელკში არსებულ წმინდა პეტრე-პავლეს მართლმადიდებლურ ტაძარში გაიმართა წმინდა მოწამე, არქიმადრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღესადი დაწერილი ხატის საზეიმო კურთხევა. გორის სამების ტაძრის წინამძღვრის, მამა ლუკა კარელიძისა და ელკის მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვრის, მამა ლუკაშ ლავრეშუკის ერთობლივი ინიციატივით, გორში დაიწერა წმინდა მოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხატი და საჩუქრად გადაეცა ელკის მართლმადიდებლურ ტაძარს. აღევლინა ერთობლივი წირვა ქართულ და პოლონურ ენებზე, რომელსაც ესწრებოდა ელკის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, ასევე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრები. წირვის დასრულების შემდეგ, პოლონელი მრევლისთვის გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა წმინდა მოწამე არქიმადრიტ გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობაზე ისაუბრა.
დღის ბოლოს გაიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის „მავთულხლართებს მიღმა“ პრეზენტაცია. გორის უნივერსიტეტის მეგობრების დახმარების შედეგად, პოლონელ მკითხველს საშუალება მიეცემა, საკუთარ ენაზე წაიკითხოს პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული, რომელიც ეძღვნება 2008 წლის ომს.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა