
წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორისადმი მიძღვნილიVI სამეცნიერო კონფერენცია
26 ნოემბერი,2014
2014 წლის 25 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და გორისა და ატენის ეპარქიის ერთობლივი წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორისადმი მიძღვნილიVI სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორისა და ატენის მიტროპილიტმა მეუფე ანდრიამ. მონაწილეებს მიმართა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს გორისა და ატენის მიტროპილიტმა მეუფე ანდრიამ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ მესხმა, გორის უნივერსიტეტის პროფესორებმა ელდარ მამისთვალიშვილმა, თამილა გოგოლაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელმა ნანა ბურჭულაძემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, დოქტორებმა ეკა დუღაშვილმა და მაკა შაორშაძემ.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში.