ხელოვნების საერთშორისო ფესტივალი - მაჩაბელი

23 ივლისი,2022


23 ივლისი:
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მესამე, დასკვნითი დღე, მოიცავდა ქალაქგარეთ ლოკაციებზე შემეცნებით ექსკურსიებს და გასვლით ლექციებს.
დღის პირველი ნახევარი დაეთმო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ დიცის სკოლაში, ფოტოგამოფენას და ბატონი გიორგი სოსიაშვილის საჯარო ლექციას - ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია (პატარა ლიახვის ხეობა)“.

ფესტივალის ბოლო აქტივობა სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახელობის მუზეუმში გაიმართა. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა საავტორო მონოგრაფიაზე და ფილმზე ,,არბო, პარიზი, ლიმა“ მუშაობის სპეციფიკა, აქვე გაიმართა ამავე სახელწოდების ფილმის ,,არბო, პარიზი, ლიმა“ ჩვენება. გიორგი სოსიაშვილმა დღის ბოლოს წაიკითხა ლექცია ,,ჟურულთა საგვარეულო ქართული თეატრის სათავეებთან“ და როგორც დამსწრე საზოგადოებას, ამავე დროს მუზეუმის ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად წიგნები.
ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: გორის მუნიციპალიტეის მერია და რესტორანი "ტერასა გორი".

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა