
XXXI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
11 ივნისი,2021მიმდინარე წლის 11 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები - ხატია ხაბაშვილი და თემური კოპაძე, პროფესორ მაკა სალხინაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო მოხსენებით წარსდგნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებულ XXXI სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე, სექციაში - სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. მათმა საკონფერენციო ნაშრომმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.