
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაცია - „ნაბიჯი მომავლისაკენ“
27 ნოემბერი,2014აივ ინფექციის ტესტირების ევროპული კვირეულის ფარგლებში 27 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაცია - „ნაბიჯი მომავლისაკენ“ წარმომადგენლები. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციები ერთიანდებიან ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების იდეის გარშემო და ახორციელებელ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: აივ/შიდსის B, C, ჰეპატიტების, სისხლით გადამდები და სხვა ინფექციების გამოვლენა-მკურნალობა.
დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აივ ინფექციის/შიდსის დამახასიათებელი სიმპტომები, გადადების გზები. მსურველებს, სპეციალური ტესტის საშუალებით, ჩაუტარეს სისხლის გამიკვლევა აივ ინფექციაზე.