გამარჯვებული პროექტები

31 მარტი,2022

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა, მათ შორისაა, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, განმახორციელებელი - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „მაჩაბელი“ მიზანია, ხელი შეუწყოს, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით ფოტოგრაფიისა და ფოტო ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივევბას, მხატვრობაში ახალი სახეების აღმოჩენას, ახალგაზრდობის ჩართულობას და მათ შემოქმედებით გაქტიურებას.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით და შესაბამისად, ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახდება საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა.
პროექტი მოიცავს რიგ ეტაპებს, მათ შორის საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტო კონკურსის ორგანიზებას თემაზე „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისათვის“, სადაც ჩაერთვებიან ქართველი, პოლონელი, თურქი, გერმანელი და ფრანგი ახალგაზრდა ფოტოგრაფები და ფოტო ხელოვანები. მოწვეული ხელოვანები ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ მასტერ-კლასებს და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენაში.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 20 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია...

20 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა