მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

20 აგვისტო,2025

ბრძანება #1-54

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • სამართალი
  • სასტუმრო მენეჯმენტი
  • საჯარო მმართველობა
  • საქართველოს ისტორია
  • ქართული სალიტერატურო ენა
  • ქართული ლიტერატურა
  • ანგლისტიკა

მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება – 20 აგვისტო - 24 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (გარდა ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის) – 25 სექტემბერი;
გ) ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 26 სექტემბერი;
დ) ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 26 სექტემბერი;
ე) ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება - 29 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში – 29 სექტემბერი;
ზ) სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 30 სექტემბერი;
თ) სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 30 სექტემბერი;
ი) სპეციალობის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება - 01 ოქტომბერი;
კ) ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან – 01 ოქტომბერი - 02 ოქტომბერი;
ლ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 03 ოქტომბერი.

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
ა) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
ბ) დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/ კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 მისაღები საგამოცდო საგნები, მისაღები გამოცდების ჩატარების დრო და ადგილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით

2025-2026 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები საგამოცდო კომისიებისა და საპრეტენზიო საბჭოების შემადგენლობა

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები

მისაღები სამაგისტრო გამოცდების საკითხები


კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ...

08 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება.შეხვედრა გახსნა, სტუმრებს და კურსდამთავრებულებს...

06 აგვისტო, 2026 სრულად ნახვა