
ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
26 სექტემბერი,20252025 წლის 26 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „განათლების სისტემის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის მონაწილეებს აქტიური მონაწილეობისთვის და უსურვეს წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ ექვს ათეულზე მეტი ავტორის/თანაავტორის მოხსენება შემდეგ სექციებში:
„განათლება“;
„მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“;
„ბუნებისმეტყველება“;
„სპორტი“;
„ქართული ენა და ლიტერატურა“;
„უცხოური ენა და ლიტერატურა“;
„ისტორია“.