საქართველოს და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტები გორის უნივერსიტეტში

28 სექტემბერი,2025

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ისა ჰაბიბეილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე და აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

დელეგაციას უმასპინძლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; რექტორის მოადგილემ, ზურაბ ზურაბაშვილმა; ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დავით კვერნაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა იმნაძემ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და შეთანხმდნენ ერთობლივი აკადემიური ღონისძიებების განხორციელებაზე.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესრმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ქართულ-აზერბაიჯანული  ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ისა ჰაბიბეილის გადასცა გორის უნივერსიტეტის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორაიზონ ევროპის ოფისში გაიმართა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. შეხვედრას...

10 ნოემბერი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეების ერთობლივი სამეცნიერო...

10 ნოემბერი, 2025 სრულად ნახვა