ანჟეს უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

17 მაისი,2024

მიმდინარე წლის 17 მაისს სსიპ-გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო პარტნიორობის კვირეულის ფარგლებში ესტუმრა ანჟეს უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაცია ჟან მიშელ მონიეს, გიორგი კონრად-ქუტაშვილის, დენალი ბუტანისა და დიკრა ბესიკრის შემადგენლობით.

სტუმრებს შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მიმოიხილა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანჟეს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მადლობა გადაუხდა სტუმრებს ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლო თანამშრომლობა ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ჟან მიშენლ მონიემ და დოქტორმა დენალი ბუტანმა უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანამათლებლო პროგრამის სტუდენტებთან გამართეს საჯარო ლექცია თემაზე „ღვინის ტურიზმი“.

ლექციების დასრულების შემდეგ მოწვეულმა პროფესორებმა გამართეს შეხვედრა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობისა ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანჟეს უნივერსიტეტი თანაშრომლობენ 2023 წლიდან, როდესაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას ერასმუს +-ს პროგრამის ფარგლებში. მობილობის პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უნივერსიტეტის ტურიზმის, სასტუმრო მენეჯმენტის საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებსა და შესაბამისი დარგის აკადემიურ პერსონალს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 26 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და...

26 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა