სტუდენტური საახალწლო კონცერტი

27 დეკემბერი,2024

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური საახალწლო კონცერტი.
ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და შემსრულებლებს გაწეული შრომისთვის, მიულოცა დამდეგი დღესასწაულები და უსურვა შემდგომი წარმატებები. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლიზი ბალახაშვილი.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ გორის უნივერსიტეტში არსებული შემოქმედებითი კლუბების წევრი სტუდენტები: ნინო მექვაბიძე, მარიამ ნინიაშვილი, ანი პაპიტაშვილი, ნუცა ბირთველიშვილი, გიორგი ამირაჯაბი, ნინი მაისურაძე, სალომე მექვაბიძე, ლადო თოთლაძე, ნეა მარკოზაშვილი, ცოტნე ღარიბაშვილი, ლუკა ფეხშველაშვილი, ანა ჩადუნელი (ვოკალის ხელმძღვანელი თეა ქიტიაშვილი). ასევე ჯაზ-ბენდი „კანუდოსი“ (ხელმძღვანელი ნიკო ღვინიაშვილი) და გორის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული დასი (ქორეოგრაფი ნინო აფრიამაშვილი).

გორის სახელმიწფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარე წლის 6 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით ჩატარდა სტუდენტთა მერვე...

06 თებერვალი, 2025 სრულად ნახვა

კალიგრაფიის კონკურსი

მიმდინარე წლის 21 იანვარს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, ქართული ენისა და ლიტერატურის წრის...

21 იანვარი, 2025 სრულად ნახვა