ციფრული ინჟინერიის STEM“ კლუბის მონაწილეთა შესარჩევი ტესტირება

28 ნოემბერი,2022

28 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „ციფრული ინჟინერიის STEM“ კლუბის მონაწილეთა შესარჩევი ტესტირება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გორისა და გორის რაიონის საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა. ტესტირების პროცესს მეთვალყურეობას უწევდნენ განათლების, ზუსტ და საბიუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირეული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

თითოეულ მონაწილეს მიღებული შედეგები დაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე არაუგვიანეს 2 დეკემბრის. შერჩეული მოსწავლეები კი 7 დეკემბრიდან ჩაერთვებიან საკლუბო მუშაობაში, რომელსაც უხელმძღვანელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს STEM მიმართულების საგნობრივი ექსპერტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი მარეხ მაზანაშვილი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა