შეხვედრა სტუდენტებთან
20 იანვარი,2025მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბატონმა ლევანმა და აპარატის წევრებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში, მათი სახალხო დამცველთან დაკავშირების მექანიზმები. ასევე, სახალხო დამცველის აპარატის როლი და ჩართულობა აღნიშნულ საკითხებში.