დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

22 აპრილი,2026


მიმდინარე წლის 22 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და გორის №2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი ნატალია ტაველიძე).
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ერთობლივი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა მოზარდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გაღრმავებას.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს დედამიწის დღე მიულოცეს და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფესორმა ლელა ალექსიძემ, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა ლაურა ელიაურმა და ბიოლოგიის მიმართულების ასოც. პროფესორმა თინათინ იოსებიძემ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ბერძნიშვილმა და გორის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ სამსონაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დედამიწის დღე და ხაზი გაუსვეს მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის პროცესში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დასაწყისი პირველკურსელთა მიღება საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა.

12 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

სახალხო დღესასწაული „გორის დღეები 2026“

ღონისძიებაზე უნივერსიტეტმა წარადგინა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კრებულები და სასაჩუქრე, ბრენდირებული ნივთები. ქალაქის დღესასწაულის სტუმრებისთვის...

03 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა