დოკუმენტური ფილმის ჩვენება

25 ნოემბერი,2022

25 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, გაიმართა პიელეცკის ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება "ბანაკი 0331", რომელიც ეხება პოლონელი ტყვეების ბედს ქუთაისის ბანაკში (1945-1947წწ).
ფილმში გამოყენებულია ვილნიუსის ეროვნული არმიის ჯარისკაცების მოგონებები, პროფესორ დარიუშ როგუტის წიგნიდან "გადავრჩით შრომით ბანაკებში".
ფილმის დაწყებამდე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საელჩოს აქტიური თანამშრომლობისთვის და ისაუბრა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის ელჩის მოადგილე, ბატონი მარიუშ პიეტჟაკი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა