დოკუმენტური ფილმის ჩვენება
24 თებერვალი,2023მიმდინარე წლის 24 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოს ინიციატივით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაწყების წლისთავზე, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება "კორდონ" ("საზღვარი"). რეჟისორი ალიჩე ტომასინი.
შეხვედრა გახსნა, სტუმრებს მიესალმა, იტალიის საელჩოს და ბატონ ელჩს, ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ომის გამოცდილებაზე და მის ტრაგიკულ შედეგებზე. ფილმის დაწყებამდე დამსწრეებს მიესალმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ენრიკო ვალვო, რომელმაც აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი „კორდონი“ („საზღვარი“), ერთდოულად იქნება ნაჩვენები 35 ქვეყანაში, მათ შორის სააქართველოში. ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტს მზაობისთვის და შესაძლებლობისთვის, საქართველოში აღნიშნული ფილმის პრემიერა, სწორედ გორის უნივერსიტეტში გამართულიყო.
დოკუმენტური ფილმი ხუთ უკრაინელ მოხალისე ქალზეა, რომლებიც ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სამშვიდობოს გასულები, მაინც უკან დაბრუნდნენ თანამემამულეებისა და ახლობლების დასახმარებლად. ეს არის ასობით ადამიანური ისტორიიდან აღებული ხუთი ამბავი.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.