ფორუმი

07 აპრილი,2023

2023 წლის 7 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, ორგანიზებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში პირველად „ახალგაზრდული ფორუმი-მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ გაიმართა.
ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდა, ინოვაციური ხედვების წარმოჩენა და ასახვა ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ამოცანების შესრულების პროცესში. მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
ფორუმში მონაწილეობდა საქართველოს 12 უნივერსიტეტი. მათ შორის იყვნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: ზეზვა ბუთურშვილი, მანანა აბალაკი და ლიზა ლაფაჩი. მათ მიერ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან 3 მიზანთან დაკავშირებულმა მოხსენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. სტუდენტებს ხელმძღვანელობას უწევდა ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა