გასვლითი პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგი
14 ივნისი,2022სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2022 წლის 11 ივნისს, სასწავლო კურსის, ,,სამოქალაქო საზოგადოების როლი“ ფარგლებში, საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო გასვლითი პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, დაბა წნორის ,,ცოდნის კაფე“-ში.