ღია მეცნიერების ფორუმი

04 ნოემბერი,2022

2-4 ნოემბერს საქართველოში პირველად გაიმართა „ღია მეცნიერების ფორუმი“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, სამმხრივი შეხვედრის ფორმატში - ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით განხორციელდა. ფორუმის ფარგლებში, 4 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის ცერემონიალი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის ღია მეცნიერების ერთგვარ ჰაბად ქცევა ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრაციასა და ქართველ მეცნიერთა მიღწევების პოპულარიზაციას.
ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს პროექტის წამოწყებისა და მეცნიერების ხელშეწყობის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. ასევე, ისაუბრა გორის უნივერსიტეტის მზაობის შესახებ - აქტიურად ჩაერთოს პროექტის განხორცილების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ზაზა მარუაშვილი, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის „ჰორიზონტ ევროპის“ კოორდინატორები, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეციერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები: მანანა თანდაშვილი, თინათინ მარგალიტაძე, ქეთევან დათუკიშვილი, ნანა ლოლაძე და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტთან, რომელიც ციფრული ჰუმანიტარიის უმძლავრესი კერაა მსოფლიოში. თანამშრომლობის გამყარების მიზნით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა