ღონისძიება ჰუმანიტარული მეცნიერებანი და არტი

23 იანვარი,2023

23 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ,,ჰუმანიტარული მეცნიერებანი და არტი''.
აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც გამოიფინა უნივერსიტეტში.
გამოფენა გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ბარბაქაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტებს გამოფენის ორგანიზებაში აქტიური ჩართულობისთვის.
გამოფენის მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც სტუდენტებს მიულოცა პირველი გამოფენა და სპეციალური სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ისინი. სტუდენტებს ასევე მიესალმნენ და მიულოცეს გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი. პროფესორები: მაია ბოლაშვილი და ზურაბ ჩხიკვაძე.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტთა შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და ასევე, მშობლიურ და ინგლისურ ენებზე საჯარო საუბრის უნარ-ჩვევის განვითარების ხელშეწყობა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა