გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის გაიმართა ლექცია
14 მაისი,2024სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის ორგანიზებით, 2024 წლის 14 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის და გორის #2 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებისთვის გაიმართა ლექცია, თემაზე: „სამართალი და სამართლებრივი სისტემები“. ლექციას უძღვებოდნენ გორის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.
შეხვედრების დროს, პრაქტიკული სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სამართლის და საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და კლინიკის საქმიანობის შესახებ.