გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გიორგი სოსიაშვილის ახალი პროზაული კრებულის ,,შეპყრობილი“ პრეზენტაცია
08 დეკემბერი,2023მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გიორგი სოსიაშვილის ახალი პროზაული კრებულის ,,შეპყრობილი“ პრეზენტაცია.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მიულოცა ავტორს მორიგი წარმატება და ვრცლად ისაუბრა წიგნის ლიტერატურულ ღირებულების, აკადემიური ენობრივი ქარგის და მწერლის ორიგინალური სტილის შესახებ.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და პრეზენტაციაზე გიორგი სოსიაშვილის შემოქმედების ირგვლივ ისაუბრეს: კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, პუბლიცისტმა და პროფესორმა, იოსებ ჭუმბურიძემ; ლიტერატურის კრიტიკოსმა და ჟურნალ ცისკრის პასუხისმგებელმა რედაქტორმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფის ხელმძღვანელმა და კრებულ ,,შეპყრობილის“ რედაქტორმა, თამარ გელიტაშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფ. გიორგი ხორბალაძემ; მწერალმა, პროფ. მურად მთვარელიძემ; პოეტმა ჯემალ ინჯიამ; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა.
ღონისძიების დასასრულს გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა მხატვრული ლიტერატურის შექმნის პროცესს და ინსპირაციულ კონტექსტს. მადლიერებით მოიხსენია ყველა ის პერსონა, ვინც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო ახალი პროზაული კრებულის გამოცემის საქმეში და დამსწრე საზოგადოებას წიგნები საჩუქრად გადასცა.