იუსტიციის სახლის HR-ის წარმომადგენლები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
14 ივნისი,20232023 წლის 14 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ იუსტიციის სახლის HR-ის წარმომადგენლები: მაკა თელია, ანი მამულაშვილი და თამარ შათირიშვილი, რომლებმაც სტუდენტებისთვის წარმოადგინეს პრეზენტაზია - „კარიერა იუსტიციის სახლში“.
შეხვედრის დროს სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს იუსტიციის სახლის კონცეფციაზე, სტაჟირებასა და ღია კონკურსების შესახებ. სტუდენტეებს გააცნეს სარეგისტრაციო პორტალი hr.gov.ge და ჩაატარეს მცირე მასტერკლასი - „როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის“.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცად იუსტიციის სახლის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.