კურსდამთავრებულებს გააცნეს უნივერსიტეტის მისიაში შესატანი ცვლილებების მიზეზები
20 ოქტომბერი,20222022 წლის 20 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს წევრებმა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გააცნეს უნივერსიტეტის მისიაში შესატანი ცვლილებების მიზეზები და განახლებული მისიის პროექტი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მისიის ფორმულირებაში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის კურსდამთავრებულების მონაწილეობა. დასასრულს, საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მოლოდინი, რომ მისიის პროექტს გაეცნობა კურსდამთავრებულთა უფრო ფართო წრე და უნივერსიტეტი მიიღებს მოსაზრებებსა და წინადადებებს მათი მისიის ფორმულირებაში გათვალისწინების მიზნით.