მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
22 ოქტომბერი,20262026 წლის 22 ოქტომბერს, მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდის (პროფესორების ალექსანდრ ჰანსისა და ფრანცისკა გასმანის) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
UNICEF საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერით, მაასტრიხტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს და უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოში ინკლუზიური სოციალური დაცვის“ საუნივერსიტეტო კურსის შემუშავებისთვის.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
ციური დურული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი; ლელა ალექსიძე - განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი; ნელი ჭამპურიძე - განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; ეკატერინე გიგაშვილი- განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; ანა ჩოჩია - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი.
ინკლუზიური სოციალური დაცვის აკადემიური კურსის განვითარების პროცესში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს ექვსი უნივერსიტეტი, შეხვედრაში მონაწილეობდა აგრეთვე, მათგან ერთერთის - შპს - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მიხეილ თოქმაზიშვილი.