სამეცნიერო ფორუმი

30 ოქტომბერი,2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სანიაში გამართულ აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და აზიის პირველ მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმში - „სარტყელი და გზა - მომავლის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ფორმირება“ - მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა.
აზიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს, სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს. ასამბლეამ და ფორუმმა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების შესაძლებლობა შექმნა.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, რომელიც აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად - აკადემიკოსად აირჩიეს, ამ წოდების დამადასტურებელი დიპლომი გადაეცა.
ვიზიტის განმავლობაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებს, რომლებთანაც განიხილეს სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ყაახეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და აკადემიური გაცვლების განვითარების პერსპექტივებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამეცნიერო ფორუმი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სანიაში გამართულ აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და აზიის პირველ მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმში -...

30 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა

მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2026 წლის 22 ოქტომბერს, მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდის (პროფესორების ალექსანდრ ჰანსისა და ფრანცისკა გასმანის) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გორის...

22 ოქტომბერი, 2026 სრულად ნახვა