მარია სკლოდოვსკა-კიურის ლუბლინის უნივერსიტეტის დელეგაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12 ოქტომბერი,2023გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის, მარია სკლოდოვსკა-კიურის ლუბლინის უნივერსიტეტის დელეგაცია. უცხოელი სტუდენტების მიღების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი ტარას ბონდარენკო და სამსახურის სპეციალისტი, ქალბატონი კატერინა დროზდიუკი.
სტუმრებს შეხვდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და დაათვალიერეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ვარშავის უნივერსიტეტის პოლონური ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი.