
მეცნიერების ფესტივალი
25 სექტემბერი,2025მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერების ფესტივალს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის გაზრდა.
ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი აძლიერებენ მათ შესაძლებლობას, ახლოს გაეცნონ მეცნიერების თანამედროვე მიღწევებსა და სიახლეებს. ბატონმა რექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივისა და თანადგომისთვის, აგრეთვე პარტნიორ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სტუდენტებსა და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის.
ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ზვიად გაბისონიამ, მან ახალგაზრდებს მიულოცა ღონისძიების გახსნა და ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, რომლებიც ხელს უწყობს მეცნიერების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ინოვაციური ხედვის ჩამოყალიბებას. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფესტივალის მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება.
მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა ქეთევან ქოქრაშვილმა; უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა მაია შუხოშვილმა; მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის STEM პროგრამების კოორდინატორმა, ბატონმა კახა ჟღენტმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა; გორის საგანმანათლებლო რესრუსცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ბერძნიშვილმა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთპბების ფაკულტეტის პროფესორს, ამავე ფაკულტეტის კრიმინალისტიკური ლაბორატორიის უფროსს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე, პროფსორმა მალხაზ ჩიტაიამ; ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჯული გაბელაიამ; კასპის ტექნოპარკის მენეჯერმა ხატია ბაინდურაშვილმა; კასპის პროფესიული კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძრვანელმა ანა გორდულაძემ; სერგი მაკალათიას გორის ისტორიულ-ეთნოგრაფული მუზეუმის მენეჯერმა, ქალბატონმა თამარ კოშორიძემ; კოლეჯ „განთიადის“ დირექტორმა, ქალბატონმა ანა დათუაშვილმა.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 22 პავილიონი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინოვაციურ აქტივობებში: სახალისო ფიზიკაში, ქიმიაში, რობოტექნიკაში, იმიტირებულ არეოლოგიურ ველში, რძის წარმოებასა და მეფუტკრეობაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარდგენილი იყო „HORIZON EUROPE”-ის მრავალფეროვანი აქტივობები.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“.
#გორისუნივერსიტეტი
#მეცნიერებისფესტივალი
#განათლებისსამინისტრო
#ინოვაციები
#მეცნიერებაახალგაზრდებისთვის
#კვლევები
#HorizonEurope
#ახალგაზრდებიმეცნიერებაში
#მეცნიერებისპოპულარიზაცია