მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

10 ნოემბერი,2025

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორაიზონ ევროპის ოფისში გაიმართა მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი გიორგი ბერძნიშვილი.
რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტისა და სკოლების ერთობლივი ძალისხმევით სხვადასხვა სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
ჰორაიზონის ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი მღებრიშვილმა წარადგინა ოფისის მიერ უნივერსიტეტისა და სკოლის წარმომადგენლებისთვის პროექტებზე მუშაობის ხელშეწყობისათვის შეთავაზებული მხარდაჭერის მიდგომები და მექანიზმები.
რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედლით დააჯილდოვა პროფესორი თამარ მაკასარაშვილი, ასოცირებული პროფესორები: ლელა მახვილაძე და თინათინ იოსებიძე.
ღონისძიების მნიშვნელოვან დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა გორის საჯარო სკოლების მიერ, მოსწავლეთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქმიანი ვიზიტი ვატიკანში

მიმდინარე წლის 8-12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი...

15 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა

მეორე ტრენინგი ჟან მონეს კათედრის ფარგლებში

2025 წლის 12 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, გაიმართა მეორე ტრენინგი თემაზე „ევროკავშირის სოციალური...

12 დეკემბერი, 2025 სრულად ნახვა