სტუდენტთა და მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

10 ნოემბერი,2025

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში სტუდენტებს, მოსწავლეებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ყოველწლიურ, უკვე ტრადიციად ქცეულ სამეცნიერო კონფერენციაში აქტიური ჩართულობისთვის. მან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება კონფერენციის მონაწილეთა რიცხვი და უფრო მრავალფეროვანი ხდება თემატიკა, ასეთი სამეცნიერო აქტივობები ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდისა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების მძლავრი ქვაკუთხედია.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, რომელმაც წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა სკოლისა და უნივერსიტეტის, როგორც განათლების სისტემის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
კონფერენციაზე 150 -მდე ახალგაზრდამ გააკეთა მოხსენება.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 11 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია (ონლაინ), თემაზე: „დანაშაულის კონცეფცია ფრანგი...

17 ივნისი, 2026 სრულად ნახვა

შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 16 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართეს...

16 ივნისი, 2026 სრულად ნახვა