მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

16 ივნისი,2022

2022 წლის 16 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრამ დისტანციური ფორმით ჩაატარა სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნინო ორჯონიკიძემ და ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 25 მოხსენება შემდეგი უნივერსიტეტებიდან: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა