მეთოდ-სემინარებისა და ტრენინგების ციკლი სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის

25 ივნისი,2023

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრა აგრძელებს მეთოდ-სემინარებისა და ტრენინგების ციკლს სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.
2023 წლის 25 ივნისს ჩატარდა ტრენინგი: „კურიკულუმის (ეროვნული სასწავლო გეგმის) დანერგვის სტრატეგიები“. აღნიშნული კურსი შემუშავებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ დაფინანსებული პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადიგანათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა. ტენინგ-კურსები მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლა-სწავლების მეთოდების და ხარისხის მუდმივი განვითარების მექანიზმების ამოქმედებას საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა