მოსწავლეები გორის უნივერსიტეტში
30 მაისი,2023მიმდინარე წლის 30 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებს კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან.
მოსწავლეები დაესწრნენ ლექციებს ისტორიის, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით, რამაც შესაძლებლობა მისცათ, უკეთ გაეცნოთ მათთვის სასურველი და საინტერესო პროფესიები.
მოსწავლეებს შეხვდა და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მოსწავლეებს ასევე მიმართეს კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ნათია ილურიძემ, გორის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანა იმნაძემ და ამავე სამსახურის წარმოადგენელმა, ხატია ხაბაშვილმა.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბის საქმიანობისა და მასში გაწევრიანების პირობების შესახებ.
პროექტი განხორციელდა ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ნათია ილურიძის მენტორობით შემუშავებული პროექტის - "მოხალისეობრივი საქმიანობა უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტით ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა". ასევე, "საზოგადოება ბილიკის" ორგანიზებით, კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, კასპის ტექნოპარკსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით.