მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24 აპრილი,2026

2026 წლის 24 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მეცნიერება დროისა და საზღვრებს გარეშე: გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციაში ჩართულ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათ ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

 კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი; ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.

 კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი იყო 60-მდე სამეცნიერო მოხსენება.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ სექციური მუშაობა ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდა:

ისტორია;

ფილოლოგია;

განათლება;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

მათემატიკა და ინფორმატიკა;

სოციალური მეცნიერებები და სამართალი;

ბიზნესი და ეკონომიკა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 24 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი...

24 აპრილი, 2026 სრულად ნახვა

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გორის...

მიმდინარე წლის 22 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობა...

22 აპრილი, 2026 სრულად ნახვა