პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“
24 ივნისი,2023გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“.
2023 წლის 24 ივნისს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი), პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი (პროექტის კოორდინატორი), არქეოლოგიის დოქტორი გიორგი მინდიაშვილი (არქეოლოგი), ახალგაზრდა მეცნიერი დავით ინაური და ისტორიის სპეციალობის სტუდენტები ეწვივნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილს, სადაც პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და დოქტორმა გოგი მინდიაშვილმა სტუდენტებს გააცნეს განსახორციელებელი არქეოლოგიური კვლევის გეგმა.
პროექტის განხორციელება აქტუალურია, რამდენადაც ნიქოზი ცხინვალის სიახლოვეს მდებარეობს და საოკუპაციო ხაზთან უძველესი ქართული ცხოვრებისეული კვალის არსებობა ზრდის, როგორც მის ქართულ, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობას. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას და მათ პასუხისმგებლობას.
პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა განთავსდება ვებ სივრცეში, მომზადდება სამეცნიერო სტატია, ვიდეო-რგოლი და ასევე, მოეწყობა მცირე ზომის საგამოფენო სივრცე, სადაც განთავსდება არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების ფოტო-გამოფენა.
აღნიშნული პროექტი გაგრძელებაა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტისა, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021 წელს ახორციელებდა.