პროექტზე მომუშავე ჯგუფი 2023 წლის 21 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ანგარიშით წარსდგა დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.

21 ივნისი,2023

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კონკურსის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებები“ ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფი ახორციელებს ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიული რეპრეზენტაცია (ქსნის ხეობა).
პროექტზე მომუშავე ჯგუფი 2023 წლის 21 ივნისს, ონლაინ ფორმატში, ანგარიშით წარსდგა დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოების წინაშე. პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ფარგლებში მომზადებული მონოგრაფიის არქიტექტონიკა, მოკლე ანალიზი და სიახლეები.
პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, მის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მოქმედმა პროფესორებმა.
გამოითქვა არაერთი საყურადღებო მოსაზრება ნაშრომის აქტუალობასა და ოკუპირებული ტერიტორიების კვლევების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ინტერესისა და სურვილებისათვის, პასუხი გასცა კითხვებს და ისაუბრა უნივერსიტეტში დაგეგმილ სამომავლო აქტივობებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა