პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესეისტი ნინო სადღობელაშვილი ლიტერატურულ კაფეში

19 დეკემბერი,2022

19 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურულ კაფეს ესტუმრა პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესეისტი ნინო სადღობელაშვილი. მოდერატორი - თამარ გელიტაშვილი.
ნინო სადღობელაშვილმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებით პროცესზე - რა გზა გაიარა დამწყები მწერლიდან აღიარებამდე, რა არის ის განსაკუთრებული თემატიკა, რომელიც მისი ინტერესის სფეროს შეადგენს და მწერლის მხატვრული ქმნილებების იდეას განსაზღვრავს; საინტერესო იყო აგრეთვე საუბარი მის დრამატურგიულ ნაწარმოებებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სცენაზე დაიდგა.
გორის უნივერსიტეტის სტუდენტობას სტუმარი პოეტის რანგშიც წარუდგა და თავისი რამდენიმე ლექსი წაუკითხა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა და საინტერესო დიალოგის სახე მიიღო.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ნინო სადღობელაშვილს სტუმრობისთვის და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა