ქართველი და თურქი ახალგაზრდა ისტორიკოსების I საერთაშორისო სიმპოზიუმი

27 აპრილი,2023

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 27 აპრილს გაიხსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის საისტორიო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ქართველი და თურქი ახალგაზრდა ისტორიკოსების I საერთაშორისო სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა მსგავსი სამეცნიერო ღონისძიებების მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა სიმპოზიუმში მონაწილეებს. სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს: თურქეთის საისტორიო საზოგადოების წარმომადგენელმა, 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორმა იბრაჰიმ თელლიოღლუმ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; საქართველოში თურქეთის საელჩოს მრჩეველმა განათლების საკითხებში, პროფესორმა სუათ ქოლუქირიქმა; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კახა კვაშილავამ. სიმპოზიუმის გახსნის ცერემონია დაიხურა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდის „კანუდოსის“ მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრით.

საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებს 15 მონაწილე შემდეგი 14 უნივერსიტეტიდან: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ფამუქალეს უნივერსიტეტი, რეჯეპ ტაიიპ ერდოღანის უნივერსიტეტი, ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის აკადემია (ანკარა), ანკარის უნივერსიტეტი, ცხრამეტი მაისის უნივერსიტეტი, ქოჯათეფეს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ყარსი), სტამბოლის უნივერსიტეტი.
სიმპოზიუმი სამდღიანია და გაგრძელდება 28 და 29 აპრილს. სიმპოზიუმში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა